„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანება ყელის არეში აღენიშნება, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.