პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედავანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობის , ზედა მუქედში კი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხს.
ციხესულორში ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას, თვალავაძეების უბანში სკვერის მოწყობა წარმოადგენს.
რაც შეეხება გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ადგილობრივების სურვილისამებრ დაიხრეშება გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებებლი საუბნო -საავტომობილო გზა და გადიდიდან სულორის მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთი. ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშივე მოხდება სოფლისთვის სასმელი წყლის მილების შეძენა.
ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ პროექტად, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასახელდა. ტყელვანში კი მოსახლეობამ, სასმელი წყლის ავზის შეძენას დაუჭირა მხარი .
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.
შეხვედრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.