66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო - სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა მერიის სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობასთან ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად მუშაობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის და განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის მიმართულებით - წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. დავიწყეთ მზადება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მოსაწესრიგებლად - შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო - სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები. აქვე ვავალებ „მუნიციპალური მომსახურების ცენტრის“ ხელმძღვანელს რომ სრული დატვირთვით დაიწყონ ზაფხულის სეზონისთვის მზადება“,- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.