ტყიბულში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად  2 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა, რაც სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს.

ტვირთის მობილიზების პროცესში ჩართული იყვნენბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საჯარომოხელეები, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვაორგანიზაცია-დაწესებულებები.

ტვირთის დახარისხების პროცესს  ადგილზე გაეცვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე.

აქციის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უწევდა, გარდა ჰუმანიტარული ტვირთისა, მობილიზება მოხერხდა ფინანსური რესურსის,

სახაზინო ანგარიშზე  შემომუსული თანხის ოდენობამ  20 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება.