წყალი 17 საათით შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს
1783364530
ტყიბულის მუნიციპალური სოციალური პროგრამების, ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდან ნემსაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე ოჯახს ეწვივნენ, ბენეფიციარებს საჭირო ნივთები გადასცეს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
პროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის ღირსეული პირობების შექმნასა და ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას.
ამასთანავე, მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით, 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე ნაკრებები, ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრ „ნაიოს“ ბენეფიციარებმა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახებმაც მიიღეს.