ტყიბულის მერმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძე ა.(ა.)ი.პ.  კომუნალური გაერთიანების დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ქალ თანამშრომლებს 8 მარტი  ყვავილებითა  და სასაჩუქრე ბარათებით ქალაქის ქუჩებში მიულოცეს. 

დავით კუბლაშვილმა, ქალბატონებს,  რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში,  კლიმატური პირობების მიუხედავად მუნიციპალიტეტის სისუფთავესა და იერ-სახის შენარჩუნებას ემსახურებიან, მადლობა გადაუხადა. 

დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე, ასევე მიულოცეს მერის მოადგილემ, მურმან ვერულაშვილმა, კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელმა, ავთანდილ ჭანტურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.