„მათ განსაკუთრებული იღბალი ექნებათ“ - გოგა მანია ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს
1786390020
ცაგერის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი.
გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ეტაპობრივად ყველა სოფელს მოიცავს. ორბელის უღელტეხილზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.