ცაგერში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი პიაგეს

ცაგერში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ცაგერში, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა მამა გიორგი მდივანმა.

9 აპრილის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს, თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა.

მემორიალთან, საპატიო დერეფანში, საქართველოს დროშებით იდგნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები.