ცაგერის საჯარო სკოლებში, დღეს სწავლა განახლდა

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დღეს სწავლა განახლდა.

ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით პირველ კლასელებს, სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, მერის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა და რევაზ ახვლედიანმა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პირველკლასელთა ზეიმს დაესწრნენ და მათ განათლების სამინისტროს მიერ საჩუქრად გამოგზავნილი კომპიუტერები, დირექტორთან-დავით ცვარიანთან ერთად გადასცეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ ლეჩხუმის თითოეული სასწავლებლის მოსწავლეს, მათ პედაგოგებს და წარმატებულ, ნაყოფიერ წელიწადს უსურვებენ.

დღეს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საზეიმო ღონისძიებას შესაბამისი თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.