სტიქია კახეთში - სეტყვამ გურჯაანის სოფლები დააზარალა
1685545071
ფოთში, კოსტავასა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე, თევზის ქარხანაა. ქაფშიების ქუჩაში გადმოყრის ფაქტები, მცხოვრებლების თქმით, ხშირად ხდება.
„დღეს იგრძნობოდა საშინელი თევზის სუნი ქალაქში, თოვლი ფოთში არ მოდის და ხამსა მაინც მოვიდეს, ია დავთესე ხამსა ამოსულა. და სულ რაღაც 2 წუთის შემდეგ ასფალტიანად გაზიდეს სახლებში",-ასე ეხმიანება მოსახლეობა ქუჩების კვეთაზე გადმოყრილ ქაფშიებს, რომლებიც მათივე თქმით, ამ ლოკაციაზე სისტემატურ ხასიათს ატარებს.
„იმ ტერიტორიაზე, თევზის ქარხანა არის და ნორმალური ადამიანი ვერ იცხოვრებს ( 4 თვის განმავლობაში), სარეცხსაც ვერ ჰფენენ სუნის გამო, ეს რა არის, თქვენ დატვირთული მანქანები უნდა ნახოთ რომ წვეთავს გზადაგზა.
სისტემატური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, ხან ისეთი დატვირთული მოდის მანქანები გზადაგზა ეყრებათ თევზი, რაც თევზის აუტანელ სუნს იწვევს",-გვითხრა ფოთში მცხოვრებმა.
ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა უკვე მოასუფთავეს.
ავტორი: თეა შონია
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1685631446
თუშეთში ახალგაზრდა მწყემსი გარდაიცვალა
1685515368