ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები
1783886364
თელავში გაწმენდითი და საპრევენციო სამუშაოები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი არ შეჩერებულა მთელი ღამის განმავლობაშიც. კავკასიონის ქუჩისა და ალაზნის გამზირის კვეთაზე ასფალტის საფარი ქვა-ღორღისგან გაიწმინდა, მოეწყო ნაპირსამაგრი ჯებირები. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ დარჩენილია სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე.
პარალელურად, უკვე დაწყებულია სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა. გუშინვე შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომლის წევრებიც არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შედგა არაერთი შეხვედრა. შეჯერდნენ სამომავლო პრევენციულ გეგმაზეც.
"ადიდდა თელავის ხევი, რამაც გამოიწვია მდინარის კალაპოტის რღვევა და კავკასიონის ქუჩა და ქვემოთ ალაზნის გამზირი დაიტბორა. მიმდინარეობს სისტემური მუშაობა, როგორც გაწმენდითი, ასევე აღდგენის სამუშაოები. ინფრასტრუქტურა იქნა დაზიანებული საკმაოდ ძლიერად, მათ შორის ახლად გაკეთებული ინფრასტრუქტურა და გაზები,“ - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე.
სტიქია თელავსა და მიმდებარე რამდენიმე დასახლებას კვირას გამთენიისას დაატყდა თავს - დანგრეულია გზები, ხიდები, ნაგებობები, დაზიანებულია სავაჭრო სივრცეები, განადგურებულია ხეხილი და ვენახი. უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია.