თბილისში წყალი შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1730228123
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სოფლებში მერის მოადგილესთან ერთად მუშაობს.
„ძირითადად დაისეტყვა სოფლები, ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო. სხვა სოფლებშიც იყო შედარებით წვრილი სეტყვა და ქარი. ზარალის აღწერა უკვე დაიწყო. მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ყველა ლოკაციაზე'',- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, სტიქიამ, რომელიც 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ხეხილის ბაღები და ვენახები გაანადგურა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სტიქიამ კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი რამდენჯერმე დააზარალა.
LIVE: ცესკოში საგანგებო ბრიფინგია
1730228956