თელავის ისტორიული ჭადრის გადარჩენისათვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა 20 ათას ევროს დახარჯავს

თელავის ისტორიული ჭადარი

თელავის ისტორიული ჭადრის გადარჩენისათვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა 20 ათას ევროს დახარჯავს. საუკუნოვანი ჭადრის ხის მოვლა-პატრონობისათვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობამ თანხა უკვე გამოყო.

გარემოსდაცვითი ექსპერტის, კახა სუხიტაშვილის განმარტებით, ჭადრის ხის გრძელვადიანი ზრუნვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

„გრძელვადიანი მოვლა-პატრონობა გულისხმობს დამცავი, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხის მდგომარეობის შესასწავლად კვლევების ჩატარებას შემდგომი მოვლა პატრონობისთვის. ამ მიმართულებებით, ჩემს მიერ წარდგენილი პირობებია, რომ ინფრასტუქტურა უნდა ჯდებოდეს არსებულ ლანდშაფტში და აუცილებლად უნდა იყოს ენერგოეფექტური“, - განმარტა სუხიტაშვილმა.

თელავის საუკუნოვანი ჭადრის ხის გადარჩენის პროცესში, გერმანელი სპეციალისტები ათეული წლებია ქართველ გარემოსდამცველებთან და ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობენ.