პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა სიპისიმ“ მეწარმე ქალებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე „სამოქალაქო პიკნიკი“ გამართა
21 აგვისტოს, პროექტის - ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.
მოწვეულმა მენტორმა, კომუნიკაციის სპეციალისტმა ფატი მამიაშვილმა ქალებს ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მენტორმა კითხვებსაც უპასუხა, რომელიც ძირითად კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას ეხებოდა.
„სამოქალაქო პიკნიკზე“ მოწვეულმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მათი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა მეწარმეებსაც გაუზიარებენ პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას.
,,სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის – ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი“, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588