"სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" - პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, მაღალი არტერიული წნევის უფასო სკრინინგი ჩატარდება

წნევის უფასო სკრინინგი

საგრანტო პროექტ “სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, მაღალი არტერიული წნევის უფასო სკრინინგი ჩატარდება.

პროექტს  "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის" სტუდენტები, ორ მოწვეულ კარდიოლოგთან, შორენა ჭუმბურიძესთან და ნინო ჭაღიაშვილთან ერთად, სოფლის გამგეობის ჩართულობით და ხელშეწყობით ახორციელებენ.

პროექტი 9-10 აგვისტოს ჩატარდება. ექიმები პაციენტებს  გამგეობის შენობის მეორე სართულზე მიიღებენ.

9 აგვისტოს, შაბათს პაციენტების მიღება დაიწყება 11:00-საათიდან და 18:00-საათამდე გაგრძელდება. 10 აგვისტოს, კვირას მიღება 11:00-საათზე დაიწყება და 16:00-საათამდე იქნება.