სტიქიით დაზარალებული თელაველების დასახმარებლად, ათენში მუსიკის საქველმოქმედო მასტერკლასი ჩატარდა

მასტერკლასი

სტიქიით დაზარალებული თელაველების დასახმარებლად, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მუსიკის საქველმოქმედო მასტერკლასი ჩატარდა.

კომპოზიციების მასტერკლასი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, თელაველი მუსიკოსის, ვასილ კევლიშვილის ინიციატივით გაიმართა.

ვასილ კევლიშვილი წერს, რომ მასტერკლასიდან მიღებული თანხა სრულად თელავში, 12 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.„მჯერა, რომ სიკეთე არასოდეს იზომება მხოლოდ რაოდენობით. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სურვილია, იყვნენ ერთმანეთის გვერდით მაშინ, როდესაც ამას ყველაზე მეტად აქვს მნიშვნელობა,“ - წერს მუსიკოსი.თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღდე გრძელდება.