1746733863
სტიქია კახეთში - სეტყვამ გურჯაანის სოფლები დააზარალა

ძლიერი სეტყვა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ნაკვეთები, საკარმიდამო ადგილები, ატმისა და გარგარის ბაღები.
სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი კოლაგი დააზარალა.
ზიანის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის უცნობია.