სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე, ის მეგა პროექტები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებასაც, რუსთავში, საქართველოს მთავრობის თანადგომით, მალე დავიწყებთ - ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ,  რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია, სამინისტროში  გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს.

ნინო ლაცაბიძემ,  შალვა გოგოლაძეს რუსთავის მერიის მიერ შემუშავებული სპორტის განვითარების სტრატეგია გააცნო.

შეხვედრას რუსთავის  დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი ,  ირაკლი დოლაბერიძე და  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი  ესწრებოდნენ.

„დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა.
 სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე,  ის  მეგა პროექტები განვიხილეთ,  რომელთა განხორციელებასაც, რუსთავში, საქართველოს მთავრობის თანადგომით,  მალე დავიწყებთ.
  
საუბარია, უნივერსალური სპორტული ქალაქის და  უეფას მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე. ეს პროექტები, სპორტის ძალიან ბევრ სახეობას გახდის ხელმისაწვდომს თითოეული რუსთაველისთვის.

ვისაუბრეთ მუნიციპალურ სპორტულ სერვისებზე და სტრატეგიაზე, თუ როგორ  უნდა შევძლოთ,  რომ  ჯანსაღი ცხოვრების წესი,  უფრო და უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს ქალაქში.

სპორტის სამინისტროს აქვს  კონკრეტული ხედვა სპორტის  სახელმწიფო პოლიტიკის,  რაც  უკვე ადგილობრივ დონეზე,  მერიის გუნდმა უნდა განვახორციელოთ"- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავში, წელს უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება.  საფეხბურთო სტადიონის პროექტზე მუშაობა  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა არქიტექტურულმა კომპანიამ, ფაქტობრივად უკვე დაასრულა. სპორტული ქალაქის კონცეფციაზე, კი რუსთავის მერიის გუნდი სამინისტროსთან და მუნიციპალური განვითარების ფონდათ ერთად, აქტიურად მუშაობს.

,,ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა  რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, რომელმაც გაგვაცნო რუსთავში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. ძალიან სასიხარულოა, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალაქ რუსთავში სპორტის განვითარებას."- განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

რუსთავში უკვე არსებულმა სპორტულმა ინფრასტრუქტურამ ქალაქის სპორტული ცხოვრება გაცილებით აქტიური გახადა.  სპორტის სასახლის სერვისებით ყოველწლიურად  8000 სპორტსმენი სარგებლობს.

2025 წელს, რუსთავის სპორტის სასახლემ, ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა. იგივე მასშტაბის ღონისძიება,  მიმდინარე თვის ბოლოსთვისაც არის დაგეგმილი. ქალაქს ჰყავს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორები.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის ხელშეწყობის კონცეფცია, რომელზეც რუსთავის მერიის გუნდი დღეს მუშაობს, კიდევ უფრო მეტ რუსთაველს მისცემს შესაძლებლობას, დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით, ისარგებლოს თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურითა და განვითარებული მუნიციპალური სპორტული სერვისებით.