რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
ქალაქ სიღნაღში სასაფლაოსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების ორ სხვადასხვა მონაკვეთზე, 1225 მეტრის მანძილზე ბეტონის საფარი დაიგება.
აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 390 000 ლარი დაიხარჯება.