სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპფელ ქვემო მაჩხაანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მაჩხაანი

სოფელ ქვემო მაჩხაანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის საბავშვო სივრცის მოწყობა უკვე დასრულებულია.

პროექტი ითვალისწინებს -  გარე განათების მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების დაგებას, გამწვანებას, არსებული ფანჩატურის რეაბილიტაციას,  სკამებისა და ურნების განთავსებას.  

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 197 336 ლარს შეადგენს.