სესხის აღების წესში ცვლილებები შედის - ეროვნული ბანკის განცხადება
1778074224
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ხიჭაურის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის კეთილმოწყობა.
დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ფერდსამაგრი კედლები, დეკორატიული განათება, წყლის კუთხე და მიწისქვეშა კომუნიკაციები.
დასრულდა ხიჭაურში გმირთა მემორიალისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. აშენდა სკვერი და ბელვედერი (გადმოსახედი სივრცე), მოეწყო გარე განათება, სველი წერტილები და განთავსდა მგზავრთა მოსაცდელები.
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
მერთან ერთად ინფრასტრუქტურული ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე.