თუ საქართველოს ორ ინსტანციაში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ - ძმები მიქაძეების ადვოკატი

ზვიად კორძაძე

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ძმები მიქაძეების ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

"განაჩენი არ იყო კანონიერი იმიტომ, რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიქაძეების ბრალს.თუნდაც ის, რომ ადგილზე თათბირით, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მერე, რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა, იქვე იქნა გამოცხადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლიანად.საქართველოს ორ ინსტანციაში თუ [გადაწყვეტილება] ასეთი ფორმით დარჩება, ყველა ვარიანტში, ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, რადგან საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება", - აცხადებს მიქაძეების ადვოკატი ზვიად კორძაძე.