1726490340
შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
სოფ. შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - თეიმურაზ გძელიშვილი სოფელ შარდომეთში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელსაც შპს „ცოტნე“ ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულება იგეგმება 2022 წლის იანვრის ბოლოს.