რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს, - აღნიშნულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კულტურის ძეგლთა განადგურება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი ქმედებაა! სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შესაბამის უწყებას, რათა ფაქტზე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, უკვე ჩავრთეთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დაზიანებული ბიუსტის რეაბილიტაციას.
მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა - გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებსა და ქალაქის იერსახეს.
თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი ვცეთ ჩვენს წარსულს და მოვუაროთ იმას, რაც ჩვენი ქალაქის ფასეულობაა“, - აცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში.