ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
რუსთავში, ავარიულ შენობებს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლერმონტოვის ქუჩის #5-ში.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
„რუსთავის მერიის გუნდი დღეისათვის 17 მისამართზე ახორციელებს საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციას. საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წლების წინ, სხვადასხვა მიზეზების გამო მოსახლეობის მხრიდან თვითნებურმა ჩარევამ და ქაოტურმა მიშენებებმა გამოიწვია ამ შენობების ავარიულობა. დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს კორპუსები უსაფრთხო გავხადოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტით ლერმონტოვის # 5-ში გათვალისწინებულია შენობის ავარიული ნაწილის დემონტაჟი და ახალი კონსტრუქციის მოწყობა, ფასადის სრული რეაბილიტაცია, თბოიზოლაცია, ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობა.
პროექტის ღირებულება 824 048 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ნინო ლაცაბიძე: საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
რუსთავში, ავარიულ შენობებს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლერმონტოვის ქუჩის #5-ში. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.