1755711092
სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა

სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”, ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა.
XVII საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს:
მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი,იტალია;
მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია;
მარიამ ბუგიანიშვილი - ვოკალი, საქართველო;
ფესტივალის საბაზრო ორკესტრი - “საქართველოს ვირტუოზები”, პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე.
ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.