„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
1793378800
საფრანგეთში, შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს მოქალაქე მოკლეს. იგი ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი, ალექსი გოგუაა. შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ პირთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.
დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
25 წლის ალექსი, საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ავტორი: თეა შონია
რას ამბობდა კორონავირუსზე ლექტორი, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა