პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიმდინარე წლის 12 მარტს, ქალაქ თბილისში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში, სადაც მონაწილეობდნენ თურქეთის, ირანის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აშშ-სა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებები.
აღნიშნულ ტურნირზე, წარმატებით იასპარეზეს მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა.
პროფესიონალურ ორთაბრძოლებში, რომან მეხტიევი და ისმაილ მამედოვი ორგანიზაციის ქამრის მფლობელები გახდნენ, ხოლო გიორგი მირზოიანმა მოიპოვა ორგანიზაციის თასი.
სპორტსმენებს მიღწეული შედეგები პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა სპორტული სკოლის დირექტორმა, მამუკა ნავერიანმა.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობდა მარნეულის სპორტული სკოლის 38 აღსაზრდელი, რაც მეტყველებს სპორტის მასობრიობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე მარნეულში.