რუსთავში ქუჩების დამისამართების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

რუსთავი - შედვედრს

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქუჩების დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფის მიზანია, სრულყოფილად აღირიცხოს ქალაქში არსებული დაუმისამართებელი ქუჩები, ასევე შენობები, რომლებზეც არაა განთავსებული მისამართის აღმნიშვნელი აბრები და შემდგომში სრულად დამისამართდეს ყველა ასეთი ქუჩა.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, საკრებულოს წევრები უკვე შეხვდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს, საჯარო რეესტრის დამისამართების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა - GWP, ENERGO-PRO.

ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მდგომარეობის დეტალურად განხილვის მიზნით, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები საჯარო რეესტრის დამისამართების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მიიღეს.