რუსთაველი ახალგაზრდების მერიის საქმიანობაში ჩართვისთვის, რამოდენიმე პლატფორმა გვაქვს, ერთ-ერთია - ,,მართე შენი ქალაქი“ - ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიაში,  ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მეოთხე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში,  რუსთაველმა სტუდენტმა, ქალაქის მერიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარეს.  

პროექტი „მართე შენი ქალაქი“, ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ რეფორმებს, სხვადასხვა სამსახურების მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს  60  რუსთაველი ახალგაზრდა გაეცნო.

ნინო ლაცაბიძე, დღეს მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად, სტაჟირების მეოთხე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა, გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

„რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს  რამდენიმე პლატფორმა აქვთ და  ერთ-ერთი - „მართე შენი ქალაქია“. ეს  პროექტი, ერთი წლის წინ დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია.  დღეს  პროექტის მეოთხე ეტაპი დავასრულეთ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში ისინი ახლოს გაეცნენ იმ სერვისებს, რასაც მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის აწარმოებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრის დასასრულს, რუსთავის მერმა სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ახალგაზრდული პროექტი ,,მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისახავს მიზნად.

პროექტში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით ხდება.