1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ - პაპუნა გამყრელიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა - მოადგილეებთან ერთად.
პროექტის ფარგლებში, სოფ. ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 281 591 ლარს.
მდინარე რიონზე სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რომლის ღირებულება 1 899 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.