5 საკვები, რომლის შენახვაც მაცივარში არ შეიძლება
1756063076
ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს სარწყავი სისტემების მდგომარეობასა და არსებულ საჭიროებებზე. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
„საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სისტემების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში უზრუნველვყოთ ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში თვითმმართველობებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
სამუშაო შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.