ქვემო მაღაროში, წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზა

სოფელ ქვემო მაღაროში, წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გზის 1026 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრე არხის  მოწყობას. ამ ეტაპზე, ასფალტის  საფარის პირველი  ფენა  უკვე დაგებულია.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება  989 188 ლარს შეადგენს.