1732386875
ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მიიღო.
აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება:ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა, 1 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი ;სპორტის სასახლის რეაბილიტაცია, 950 000 ლარი; ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია, 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი; ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია, 800 000 ლარი; რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია, 3 650 000 ლარი.