ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისი

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს კუთვნილი ჯილდო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გადასცეს.

„სასიხარულოა, რომ ამდენი წარმატებული ახალგაზრდა გვყავს ქუთაისში. 247 კურსდამთავრებულს გადავეცით ოქროსა და ვერცხლის მედლები. ეს საპატიო ჯილდო მათი შრომის და მაღალი აკადემიური განათლების სათანადო დაფასებაა. დღეს ყველა მათგანი ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. მჯერა, ეს ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებასა და წარმატებულ მომავალში საკუთარ წვლილს შეიტანენ „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.