გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და 2023 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ქალაქის მერმა ისაუბრა 2022 წელს განხორციელებულ პროექტებზე, მუნიციპალურ და საერთაშორისო პროგრამებზე , მიღწეულ შედეგებსა და დაძლეულ გამოწვევებზე.
გაიმართა მერის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
„2022 წელი ქუთაისისთვის იყო უამრავი ახალი პროექტის და პროგრამის განხორციელების წელი, რისი საშუალებაც მოგვცა გაზრდილმა ბიუჯეტმა. შევძელით გაგვეზარდა ყველა წარმატებული პროგრამის მოცულობა, დავაფინანსეთ რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ისეთები, რომლებიც წლების მანძილზე იყო მოსახლეობის დაკვეთა. აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო პროგრამებსა და ინიციატივებში.
დღეს სწორედ ეს ანგარიში წარვუდგინეთ საზოგადოებას, ერთად ვნახეთ საანგარიშო ვიდეორგოლი და 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.