ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ სპორტსმენ ქალბატონებს მიულოცა

ქუთაისის მერია

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ სპორტსმენ ქალბატონებს მიულოცა. 
წარმატებულ სპორტსმენებს ქალაქის მერმა  მერიაში უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

,,8 მარტის დღესასწაულს  ვულოცავ ყველა ქალბატონს! დღევანდელი  დღე  განსაკუთრებულად მივულოცეთ ჩვენს სპორტსმენ ქალბატონებს. მათ არაერთხელ  ასახელეს ქუთაისი თავიანთი მიღწევებით. ქუთაისი რომ წარმატებული სპორტული ქალაქია, ამ ქალბატონების დამსახურებაცაა. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რაც დღეს გვაქვს  სპორტის სფეროში. 

მჯერა, ეს ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მწვრთნელები კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ და ბევრჯერ  ააჟღერებენ ჩვენი ქვეყნის  ჰიმნს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე!", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.