ქუთაისის მერია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებლებში ქირით გადაიყვანს

ქუთაისი აფეთქება

ქუთაისის მერია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებლებში ქირით გადაიყვანს.

მერია დაზარალებულ მოქალაქეებს საცხოვრებლით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე უზრუნველყოფს. აფეთქება ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი მოკვლევით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. შემთხვევის ადგილზე ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, ქუთაისის დელეგატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და " სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.        

✕