პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქალთა აქტივიზმი - ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა. შეხვედრა „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისის“ ორგანიზებით ჩატარდა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმებისა და მუნიციპალური ციფრული სერვისების შესახებ“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ნანა სიხარულიძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჭანიშვილი, გენდერული საბჭოსა და საკრებულოს წევრები, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და მეწარმე ქალბატონები, რომლებმაც ერთმანეთს მცირე საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესის მართვის გამოცდილება გაუზიარეს.
„სამოქალაქო პიკნიკის“ მონაწილეებისთვის პროექტის ფარგლებში მომზადებული მეწარმე ქალთა ვიდეოისტორიების ჩვენებაც გაიმართა, ერთ-ერთი ვიდეოისტორიის გმირმა - მხატვარმა ეკატერინე ოსტროვსკამ შეხვედრის მონაწილეებისთვის მაკიაჟის ხელოვნების მასტერკლასი ჩაატარა.
„სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.