,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
დღეს, ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჯანმრთელობის ცენტრ "ჰერას" ექიმების დახმარებით ძუძუს მამოგრაფიული კვლევა მიეღოთ.
უფასო სკრინინგი, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით და "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
კვლევების მიმდინარეობას, ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამია, თანამშრომლებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.