„წინ გადმოიყარა არმატურები და კაბინას დაეცა...“ - შემთხვევას მძღოლი ემსხვერპლა
1782035713
ოზურგეთში „მეგობრობის“ სტადიონს გამორჩეული ფეხბურთელის, კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ბანერი ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ კოტე გოგატაძის შვილებთან და გულშემატკივრებთან ერთად გახსნა.
ეს გადაწყვეტილება ქართველი სპორტსმენის ღვაწლის დაფასებასა და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება.
დღის ბოლოს კი ოზურგეთის „მერცხალმა“ საკუთარ მოედანზე ჩოხატაურის „ბახმაროს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.