პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ა(ა)იპ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი- სიპისის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ქალთა მხარდაჭერას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს პროექტის დირექტორმა ნანა სიხარულიძემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა.
„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - საჭიროებათა კვლევის“ მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ. რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებას და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობას“ - აღნიშნა პროექტის დირექტორმა ნანა სიხარულიძემ.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა. „ფინანსური დამოუკიდებლობა, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის არა მხოლოდ მათი ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, არამედ, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაც“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, უახლოეს მომავალში გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმაში შეტანილი იქნება ცვლილებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.
ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“ „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.