ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ლელა სარიშვილი დაინიშნა

ლელა სარიშვილი

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ლელა სარიშვილი დაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ 5 ნოემბერს მიიღო.

ლელა სარიშვილი, ოზურგეთის მერიაში კულტურის სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი ოზურგეთის მერიის განათლების განყოფილების უფროსი გახლდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მერიის პიარმა ნინო ბახტაძემ დაადასტურა.

✕