როგორ შეიცვლება ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი
1786946828
ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ ანსამბლი „ქართული ხმები“ და კვარტეტი „უნისონი“. ფესტივალში, აგრეთვე მონაწილეობდნენ რეგიონის ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და სამომავლოდ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ფესტივალის ფარგლებში წამყვანმა ბექნუ ქაფიანიძემ და ზურა ბაკურაძის მეგობრებმა გაიხსენეს მომღერლის შემოქმედებითი გზა, მისი მოღვაწეობა და ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მან ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეიტანა.
ღონისძიება მონაწილე ანსამბლების დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო სტუმრებს კი ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.