ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
გალა კონცერტი დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალს “კავკასია 2026” ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები