ონში გია ჯაფარიძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

გია ჯაფარიძე

ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში,  ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

გია ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება  მსახიობის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას და ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს მიეძღვნა.