ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა

ონელობა

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური სიგელები და საჩუქრები.

დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას. საღამო გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგა.

სახალხო დღესასწაული” ონელობა” რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

“ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობა აღინიშნა და მისი მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.