1794936548
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
მერმა შესრულებულ სამუშაოებზე, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ ინიციატივებზე ისაუბრა.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ნდობა და თანამშრომლობა. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ახალი ინიციატივების, პროექტების განხორციელებას და ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებას“, – აღნიშნა დავით ლობჟანიძემ.
მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
ანგარიშის წარდგენას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთაბ ერთად ესწრებოდნენ











