ონის მუნიციპალიტეტის მერიის  და “ავერსის” კლინიკის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომლობით, ქალაქ ონში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აქცია

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ადგილზე იმყოფებოდნენ და აქციის მიმდინარეობას გაეცნენ.

“ავერსის” კლინიკის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალმა მედიკოსებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს სხვადასხვა მიმართულებით.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებს  ჩაუტარდა სხვადასხვა ინსტრუმენტალური კვლევა, გაეწიათ კონსულტაცია და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცათ შესაბამისი დანიშნულება. უფასო კონსულტაციით, 120-ზე მეტმა ადგილობრივმა მოქალაქემ ისარგებლა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს “ავერსის” კლინიკის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალ ექიმებს  გაწეული გულისხმიერებისა და კეთილი საქმისთვის

✕