პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობებისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია წარადგინა.
პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არქიტექტორები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
რუსთავში, ინვესტიციების რაოდენობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 350 მილიონ ლარს გადააჭარბა. ქალაქში განხორციელებული ინვესტიციის ძირითადი წილი კი დეველოპერულ კომპანიებზე მოდის.
„დეველოპერული კომპანიების მხრიდან რუსთავისადმი ინტერესი მზარდია. ჩვენ დავიწყეთ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი, სწორი ურბანული განვითარების ხედვასთან ერთად, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი მუნიციპალური სერვისი, რომელიც სწრაფი, ეფექტური და მოქნილი იქნება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობაა. ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტით, ჩვენი ქალაქის ახალი შესაძლებლობები გამოვლინდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმა, თანამედროვე ელექტრონულ სერვისებს, ღია კონკურსს არქიტექტორებისთვის, ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, ეკოლოგიურ პაკეტებს, მწვანე ქალაქის კონცეფციას, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ახალ ხედვას მოიცავს.
„რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გაგვაცნო ახალი ხედვები თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანულად სწორად და არქიტექტურულად ქალაქი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესია“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის კობა ძლიერიშვილის განცხადებით, ახალი გენერალური გეგმა, ქალაქს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს და მის ურბანულ განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს.